top of page

ახალგაზრდული კონფერენცია

30 აგვ 2024

1 min read

0

16

0


ree

ძვირფასო მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ დასრულდა საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული კონფერენცია, რომელიც უნიკალური მოვლენა იყო საქართველოს ექიმთა პროფესიული განვითარების ისტორიაში: პირველად გაიმართა საერთაშორისო ფორუმი, რომელთა ორგანიზატორები, სპიკერები, სამეცნიერო სესიის თავმჯდომარეები 40 წლამდე ასაკის ექიმები იყვნენ, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს 6 ქვეყნიდან (სერბეთი, იტალია, ლიეტუვა, სომხეთი, თურქეთი, რუმინეთი). ეს პროექტი, ჩვენთვის მოულოდნელად, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენი ყველა მცდელობის მიუხედავად შეგვეზღუდა დელეგატების რაოდენობა 200 ადამიანით, საბოლოო 264 რეგისტრირებული დელაგატი გვყავდა საქართველოს ყველა კუთხიდან და თითქმის ყველა მათგანი ბოლო წუთამდე იჯდა დარბაზში. ასევე გამორჩეული იყო სამეცნიერო პროგრამა, საკონფერენციო სივრცე, სასტუმრო რედისონის მთელი პერსონალის მუშაობა და უნაკლო სინქრონი. ასე რომ, მთლიანობაში ძალიან წარმატებული კონფერენცია ჩავატარეთ, რაც აღნიშნეს კიდეც დელეგატებმა და ექვსივე ქვეყნის ახალგაზრდა სპიკერმა. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს ოქროს სპონსორებს - კომპანია სანოფს და კომპანია ავიტას და ყველა იმ კომპანიას, რომელიც გვერდში დაგვიდგა ბათუმის პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული კონფერენციის ორგანიზებაში. კიდევ ერთხელ გვინდა ვუთხრათ ძალიან დიდი მადლობა ქ. ბათუმის მერს, ბ-ნ არჩილ ჩიქოვანს, რომლის პატრონაჟით ჩატარდა ეს კონფერენცია, აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს, ქ-ნ ნინო ნიჟარაძეს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. ზურაბ ვადაჭკორიას კონფერენციის აქტიური მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, კონფერენციის ახალგაზრდა ორგანიზატორები მომავალშიც ჩაატარებენ ანალოგიურ შეხვედრებს და უფრო ფართო მასშტაბითაც.

30 აგვ 2024

1 min read

0

16

0

Related Posts

Comments

Share Your ThoughtsBe the first to write a comment.
bottom of page